nansy synatra

Комментариев: 1

gotye

Комментариев: 1

GOLOSOVANIE

Комментариев: 3

football

MOSCOW, February 28 (R-Sport) – Chelsea interim manager Rafael Benitez has confirmed he will leave the club when his short-term contract expires at the end of the season.

The 52-year-old Spaniard took charge of Roman Abramovich's side in November after Roberto di Matteo was controversially ousted despite winning the Champions League.

“I am a professional, I am doing my job and I will do my job. What I want to do is I want to win every single game for Chelsea Football Club,” Benitez told BBC Radio Five Live.

“But, if they don't understand this, at the end of the season, because I am interim, I will leave. They don't need to worry about me.”

Benitez also called the interim label «a massive mistake,» suggesting it undermined his authority in the dressing room. «I'm the manager,» he said.

Benitez has guided Chelsea to 13 wins from 25 games in all competitions, reaching the last 16 of the Europa League and the quarterfinals of the FA Cup.

A section of the Blues supporters, however, has remained hostile to the Spaniard due to his fierce rivalry with their team during his days as Liverpool coach.

“They have to support the team instead of wasting time doing banners or singing songs,” Benitez said.

“If they want to carry on wasting time with these things because they have an agenda, they have to take responsibility if something is wrong. If not then next year they can carry on singing but we will be in the Europa League,” he added.

Комментариев: 0

diudo

აქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის “დიდი პრიზის” ჩემპიონობით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა უფრო მეტად გაიმყარა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგსია, რომლის მიხედვითაც ლიპარტელიანს 1668 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, კუბელ ესლეი გონსალესს 370 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს კი, 1240 ქულით საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური იკავებს.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს 66 კილოგრამში გასალიდერებლად გერმანულ “დიდ პრიზზე” ერთი გამარჯვება დააკლდა. ამჟამად ლაშას ანგარიშზე 1072 ქულაა, იგი მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ფრანგ დავიდ ლაროსს 48 ქულითღა ჩამორჩება. შეგახსენებთ, დიუსელდორფში ქართველმა ძიუდოისტმა მე-5 ადგილი და 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
განახლებულ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულად საინტერესო კი მათ შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის (81 კგ) მე-3 ადგილამდე დაწინაურებაა. ჭრიკიშვილმა გერმანულ ტურნირზე ოქროს მედალთან ერთად 300 ქულაც მიიღო, სულ 976 დაუგროვდა და რეიტინგის მეორეადგილოსანს, ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერამდე 50 ქულა აშორებს. ამ წონის ერთპიროვნული ლიდერი კი უხვტიტულა სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმია 1578 ქულით. შეგახსენებთ, კიმს ბოლო “დიდ პრიზზე” ლევან წიკლაურმა ნახევარფინალში და რეპეშაჟში გაუშვა, თავად კი საბოლოოდ ვერცხლის პრიზიორი გახდა და 180 ქულაც შეიმატა, რითაც 50-ეულს მიღმა ყოფნას თავი დააღწია და ამჟამად 27-ე ადგილს იკავებს.
უმსუბუქეს წონაში – 60 კილოგრამში მსოფლიოს ათეულში ორი ქართველი ძიუდოისტია. ამირან პაპინაშვილი 910 ქულით უზბეკ რიშოდ სობიროვთან მესამე ადგილს ინაწილებს, ბეთქილ შუკვანმა კი ოდნავ დათმო პოზიციები და 800 ქულით მე-7 საფეხურზე დგას.
მძიმეწონოსანმა ადამ ოქრუაშვილმა გერმანული ვერცხლით მე-5 პოზიცია შეინარჩუნა. ამასთან, 64 ქულითღა ჩამორჩება მეოთხეადგილოსან რუსს, ალექსანდრ მიხაილინს, მაგრამ უახლოეს მდევარს, იაპონელ მასარუ მომოსეს, რომელთანაც გერმანულ ფინალში დამარცხდა, ჩამორჩენის გვარიანად შემცირების საშუალება მისცა. ოქრუაშვილს 906 ქულა აქვს, მომოსეს — 860.
ყველაზე უსიამოვნო სურათი 73 კილოგრამშია, სადაც ქართველთაგან საუკეთესორეიტინგიანი ნუგზარ ტატალაშვილი 250 ქულით მხოლოდ 30-ე ადგილზეა. მას 18 ქულით და სამი საფეხურით ჩამორჩება ზებედა რეხვიაშვილი.
100 კილოგრამში კი საუკეთესო ოცეულში ის ქართველი ძიუდოისტები არიან, რომლებმაც შარშან აქტიური სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტეს. მე-13 ადგილზე მყოფმა ლევან ჟორჟოლიანმა სეზონის ბოლოს განაცხადა, რომ ტატამზე გასვლას აღარ აპირებდა და მალევე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა. მე-15-ადგილოსანმა ირაკლი ცირეკიძემ კიდევ უფრო ადრე გადადო კიმონო გვერდზე და ქართველ გულშემატკივრებს ოფიციალურად ერთი თვის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში დაემშვიდობა.
ახლახან ჟორჟოლიანმა გადაწყვეტილება შეცვალა და ნაკრებში ბრუნდება. სწორედ ამის გათვალისწინებით დავწერეთ 73 კილოგრამი ყველაზე წარუმატებელ ქართულ წონად. სხვაგვარად კი 100-ში უფრო ცუდი სიტუაცია იქნებოდა. ნაკრების კანდიდატთაგან ყველაზე წინ – 37-ე ადგილზე ალექსანდრე მსხალაძეა.
უახლოეს შაბათ-კვირას საერთაშორისო ტურნირების მარათონი პოლონეთში გაგრძელდება, ვარშავული “ევროპის ღია ტურნირით”, რომლის ჩემპიონ-პრიზიორობაც 100, 60 და 40 ქულად ფასობს.
საქართველოს ნაკრები კი მომავალ ტურნირზე ნაწილობრივ გადახალისებული შემადგენლობით ჩავა.

60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია) 1288
2 არსენ გალსტიანი (რუსეთი) 994
3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 910
3 ამირან პაპინაშვილი 910
5 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი) 890
7 ბეთქილ შუკვანი 800
61 გიორგი მესაბლიშვილი 120
88 პაატა მერებაშვილი 66
145 ვაჟა მარგველაშვილი 16

66 კგ
1 დავიდ ლაროსი (საფრანგეთი) 1120
2 ლაშა შავდათუაშვილი 1072
3 მასაში ებინუმა (იაპონია) 990
4 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 980
5 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია) 764
33 შალვა ქარდავა 250
82 თორნიკე თათარაშვილი 80
111 ტრისტან ფეიქრიშვილი 42
117 სანდრო იაკობაშვილი 38
127 დავით ასუმბანი 28
176 ვანიკო თოთლაძე 12
188 გიორგი მკალავიშვილი 10
264 გიორგი შოშიაშვილი 1

73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1174
2 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1052
3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1010
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) 1008
5 ცაგაანბ. ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 744
30 ნუგზარ ტატალაშვილი 250
33 ზებედა რეხვიაშვილი 232
86 ამბაკო ავალიანი 76
94 თენგიზ პაპოშვილი 70
207 არსენ მაჭარაშვილი 12
207 გიორგი პაპუნაშვილი 12
280 ზურაბ ნოზაძე 2

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1578
2 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) 1026
3 ავთანდილ ჭრიკიშვილი 976
4 ვახიო იმამოვი (უზბეკეთი) 872
5 ოლე ბიშოფი (გერმანია) 806
27 ლევან წიკლაური 302
77 ლაშა ზურაბიანი 80
100 ბექა ღვინიაშვილი 60
177 პაატა ღვინიაშვილი 18
188 დავით კარბელაშვილი 16
195 იასონ ჩილინდრიშვილი 12

90 კგ
1 ვარლამ ლიპარტელიანი 1668
2 ასლეი გონსალესი (კუბა) 1298
3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი) 1240
4 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) 982
5 მასაში ნიშიამა (იაპონია) 870
13 ზვიად გოგოჭური 370
121 ლაშა ტაველური 40
139 ზურაბ ზვიადაური 32
147 ბექა ღვინიაშვილი 20
191 ლაშა გურული 7

100 კგ
1 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი) 1042
2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 976
3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 960
4 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი) 952
5 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 890
13 ლევან ჟორჟოლიანი 524
15 ირაკლი ცირეკიძე 488
37 ალექსანდრე მსხალაძე 194
56 ბექა ბერძენიშვილი 120
56 დავით ლორიაშვილი 120
77 ლაშა გურული 62
125 ნოდარ მეტრეველი 22
128 ირაკლი ქობლიანიძე 20
154 გიორგი ნოზაძე 14

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1690
2 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1266
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1154
4 ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი) 970
5 ადამ ოქრუაშვილი 906
44 ზვიად ხანჯალიაშვილი 160
53 ნოდარ მეტრეველი 121
86 ლევან მატიაშვილი 44
87 გიორგი ზაქარიაძე 42
118 ონისე ბუღაძე 16
132 ლაშა გუჯეჯიანი 8











Комментариев: 0

love you

Комментариев: 0

ოქროს დიდ პრიზი გუნდური ოქროთი დასრულდა

დიდი პრიზების რიგით მეორე ტურნირზე, რომელსაც თურქეთის შემდეგ უნგრეთის სომბათჰეიმ უმასპინძლა, საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებისთვის რვა მედლით დასრულდა, აქედან ერთი ოქროსია, სამი ვერცხლის და ოთხი კი ბრინჯაოსი, რაც ჯამში გუნდურ პირველ ადგილშიც აისახა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შორს მამუკა ქაჯაია (96 კგ.) წავიდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ რევაზ ლაშხს (66 კგ.), რევაზ ნადარეიშვილსა (84 კგ.) და გურამ ფერსელიძე (120 კგ.). მესამე ადგილებით დაასრულეს უნგრული ოქროს დიდ პრიზი საჩინო დავითაიამ (66 კგ.), მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ.), ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ.) და სოსო ჯაბიძემ (96 კგ.).

გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულას მოუყარა თავი და მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს, რომელმაც სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ოთხი ქულით გაუსწრო. ამავე ჩათვლაში 47 ქულით მესამე იყო ხორვატია.

ისიც ვთქვათ, რომ უნგრეთი ოქროს დიდი პრიზი თბილისის ევროპის ჩემპიონატისთვის (19-24 მარტი) ერთგვარი მოსამზადებელი დატვირთვა ჰქონდა.


ოქროს დიდი პრიზი

სომბათჰეი (უნგრეთი). 23-24 თებერვალი

55 კგ.
1. შოთა ტანაკურა (იაპონია)
2. ჰაიანობუ შიმიძუ (იაპონია)
3. ჰალიმა აბუ (ეგვიპტე)
3. ჟოლჩუდეკუ (ყირგიზეთი)

60 კგ.
1. იშტვან კოზაკი (უნგრეთი)
2. კრისტიან ფრისი (სერბეთი)
3. ტონიმირ სოკოლი (ხორვატია)
3. ჯო ბეტერმანი (აშშ)

66 კგ.
1. ტამაშ ლორინჩი (უნგრეთი)
2. რევაზ ლაშხი (საქართველო)
3. საჩინო დავითაია (საქართველო)
3. დავორ სტეფანეკი (სერბეთი)

74 კგ.
1. მარკ მადსენი (დანია)
2. ნევენ ზუგაი (ხორვატია)
3. ბოზო სტარჩევიჩი (ხორვატია)
3. მანუჩარ ცხადაია (საქართველო)

84 კგ.
1. პეტერ ბაჩში (უნგრეთი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო)
3. ვიკტორ ლორინჩი (უნგრეთი)
3. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)

96 კგ.
1. მამუკა ქაჯაია (საქართველო)
2. ბალაშ კიში (უნგრეთი)
3. ნილსენი (ნორვეგია)
3. სოსო ჯაბიძე (საქართველო)

120 კგ.
1. ევგენი ორლოვი (უკრაინა)
2. გურამ ფერსელიძე (საქართველო)
3. ჩიურარივი (რუმინეთი)
3. მიჰალი დეაკ-ბარდოში (უნგრეთი)

გუნდური პირველობა
1. საქართველო — 90 ქულა
2. უნგრეთი — 86
3. ხორვატია — 47
4. ყირგიზეთი — 32
5. უკრაინა — 27
6. სერბეთი — 25
7. იაპონია — 21
8. ნორვეგია — 20
9. აშშ — 14
10. დანია — 10
11. ეგვიპტე — 8
12. რუმინეთი — 8
13. შვედეთი — 6
14. სლოვაკეთი — 4
15. ტუნისი — 1

Комментариев: 0

ზაზა ფაჩულია ატლანტა ჰოუქსის რეკორდმსმენია!

ქართველი ცენტრი "ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა. ზაზა ფაჩულია NBA-ის ამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდის რეკორდსმენი გახდა. დღეს, გამთენიისას მილუოკიში გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულია გახდა ერთადერთი კალათბურთელი „ატლანტა ჰოუქსის“ ისტორიაში, რომელმაც ერთი მეოთხედის მანძილზე მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა. ზაზამ ეს საოცარი შედეგი მეორე პერიოდში დააფიქსირა. საბოლოო ჯამში კი მან 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ეს ბევრი არაფერია — მთავარია, რომ ერთ პერიოდში მეტოქის ფარზე განხორციელებული 7 მოხსნით ფაჩულია „ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა.

თავად მატჩი დრამატული გამოდგა და რაც მთავარია, ატლანტელთათვის წარმატებით დასრულდა. ეს იყო პირველი შეხვედრა „ჰოუქსის“ 6-მატჩიანი გასვლითი ტურნისა, რომელიც ფაჩულიას გუნდმა მილუოკიში "ბაქსთან" გამართა. ბოლო მეოთხედში ატლანტელები 10 ქულით აგენდნენ, მაგრამ მოახერხეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მონტა ელისმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა — 102:101. ბოლო შეტევაში „ატლანტამ“ კარგი კომბინაცია გაათამაშა, დევინ ჰარისმა გამოზომილი პასი მიაწოდა ალ ჰორფორდს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ლიგის საუკეთესო დამფარებელი, მილუოკელი ლარი სანდერსი იდგა, ალე-იუპით გამარჯვების ბურთი ჩააგდო — 103:102.

ფაჩულია ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 3 ქულა დააგროვა, რასაც ზემოთნახსენები 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.მოგროვებული ქულებით ვერა, მაგრამ დაცვაში თამაშით ზაზამ უდიდესი სამსახური გაუწია ატლანტელებს. ფაჩულიამ ამ შეხვედრაში ტექნიკური ჯარიმაც მიიღო, ოღონდ მასთან მოკამათე მილუოკელი ცენტრი სამუელ დალამბერიც ანალოგიურად დასაჯეს. მატჩის შემდეგ ამ ფაქტის შესახებ ფაჩულიამ კომენტარიც გააკეთა: „მას ვუთხარი, რომ ჩემი გუნდის რეკორდი დასვამყარე მეოთხედში მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთით. მისი რეაქცია მიღებელი იყო. ის გაშმაგდა და მცირე გაუგებრობაც ამან გამოიწვია“.

ატლანტელებს 31 მოგება და 23 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან, თუმცა უკვე ერთი მოგებაღა აშორებთ მე-5-ზე მყოფ "ჩიკაგო ბულსთან“. მომდევნო გასვლით მატჩს ფაჩულიას გუნდი 25 თებერვალს, დეტროიტში გამართავს.

Комментариев: 0

qartveli gamarjvebulebi

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრი Ukrainian Freeride Masters Gemba FWQ 2*, 22-24 თებერვალს კარპატებში, გემბის მთის ფერდობზე გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ფრირაიდერმა მოთხილამურემ მიიღო.

მონაწილეებს კომპეტენტუrი 3-კაციანი ჟიური 10 ბალიანი სისტემით აფასებდა.

შეფასების კრიტერიუმები: ამორჩეული მარშრუტის სირთულე, დაშვების ესთეტიურობა, სისწრაფე, შეუჩერებლად და დაუცემლად სრიალი, ნახტომები და ილეთები, დაშვების კონტროლი, ჟიურის საერთო შთაბეჭდილება.

საქართველოს წამომადგენელმა, 21 წლის ივა წიკლაურმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით მარშრუტის სირთულეში და ილეთებში, საერთო ჯამში კი, 600 ქულა მოაგროვა და 150 ქულით გაასწრო მეორე პრიზიორს, უკრაინელ ანტონ კაიუნს.

ივა წიკლაური რეგიონში „რედ ბულის“ პირველი ბრენდირებული ათლეტია.

ის თბილისში დაიბადა და წარმოშობით გუდაურიდანაა. თხილამურზე 4 წლის ასაკში დადგა, 17 წლის კი, ფრირაიდში, ყველაზე ექსტრემალურ სპორტის სახეობაში გადავიდა, რის შემდეგაც არაერთ წარმატებას მიაღწია:

— ბორჟავა სნოუ ფესტი 2013, უკრაინა – 1-ლი ადგილი;

— ბორჟავა სნოუ ფესტი 2012, უკრაინა – 1-ლი ადგილი;

— არქტიკ ტამოკ 2012, ნორვეგია – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1-ლი ადგილი;

— საქართველოს ფრირაიდ ჩემპიონატი 2011 – 1-ლი ადგილი.

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და კლასიფიკაციით 2-ვარსკვლავიანია.

Комментариев: 1

gruzia vs irland

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს ირლანდიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. თამაში ირლანდიის დედაქალაქში, დუბლინის ”ავივა სთედიუმზე” გაიმართება. 2011 წელს ამ სტადიონმა ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლა პორტუსა და ბრაგას შორის.

ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მეხუთედ დაუპირისპირდება ირლანდიელებს, თუმცა ამხანაგურად — პირველად. საქართველოს და ირლანდიის ნაკრებები პირველად ევრო 2004-ის შესარჩევ ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
2008 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას გერმანიის ქალაქ მაინცში უმასპინძლა. ეს მატჩი თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გამართვა მოსთხოვა.
* * *
29 მარტი, 2003. ევრო 2004 — შესარჩევი მატჩი.

თბილისი, ლოკომოტივი. 15000
საქართველო 1:2 ირლანდია
გოლები: 0:1 დემიენ დაფი (18), 1:1 ლევან კობიაშვილი (62), 1:2 გარი დოჰერტი (85)
საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპ), გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია (გიორგი დემეტრაძე 46), გიორგი ქინქლაძე (გივი დიდავა 72), ალექსანდრე იაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
ირლანდია: შეი გივენი, ჯონ ო'შეი, გარი ბრინი, გარი დოჰერტი, სტივენ კერი, კენი კანინგემი (კაპ), კევინ კილბეინი, მარკ კინსელა, ლი კერსლი, მეტ ჰოლანდი, დემიენ დაფი
მწვრთნელი: ბრაიან კერი
გაფრთხილება: გარი დოჰერტი, ოთარ ხიზანეიშვილი
მსაჯები: კიროს ვასარასი; დიმიტრიოს პაპადოპულოსი, დიმიტრიოს ბოზაციდისი (საბერძნეთი)

11 ივნისი, 2003. ევრო 2004 — შესარჩევი მატჩი.

ირლანდია, დუბლინი, ლენსდაუნ როუდი. 34000
ირლანდია 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 გარი დოჰერტი (43), 2:0 რობი კინი (58)
ირლანდია: შეი გივენი, ჯონ ო'შეი, გარი ბრინი, გარი დოჰერტი (ალან დესმონდ ლი 89), სტივენ კერი, კენი კანინგემი (კაპ), კოლინ ჰილი (მარკ კინსელა 86), კევინ კილბეინი, ლი კერსლი, მეტ ჰოლანდი, რობი კინი
მწვრთნელი: ბრაიან კერი
საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახი კალაძე (კაპ), ალექსანდრე ამისულაშვილი, გივი დიდავა (რატი ალექსიძე 77), ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლადო ბურდული, მალხაზ ასათიანი, გიორგი დემეტრაძე (ვიტალი დარასელია 60), შოთა არველაძე
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)
გაფრთხილება: ზურაბ ხიზანიშვილი
მსაჯები: ედუარდო იტურალდე გონსალესი; რაფაელ გერერო ალონსო, ანტონიო კარდოს პეტერნა (ესპანეთი)

6 სექტემბერი, 2008. ფიფა 2010 — შესარჩევი მატჩი.

გერმანია, მაინცი, ბრუხვეგი. 4500
საქართველო 1:2 ირლანდია
გოლები: 0:1 კევინ დოილი (13), 0:2 გლენ უელანი (70), 1:2 ლევან ყენია (90)
საქართველო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, ზურაბ ხიზანიშვილი (მალხაზ ასათიანი 81), კახი კალაძე (კაპ), გიორგი შაშიაშვილი, დავით ოდიკაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი (ლევან მჭედლიძე 78), რატი ალექსიძე (დავით სირაძე 62)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი (არგენტინა)
ირლანდია: შეი გივენი, სტივ ფინენი (პოლ მაკშეინი 80), ჯონ ო'შეი, რიჩარდ დანი, სტივენ რიდი, სტივენ ჰანტი, გლენ უელანი, კევინ კილბეინი, ეიდენ მაკგიდი (ენდი კოგი 88), კევინ დოილი (ლაიამ მილერი 77), რობი კინი (კაპ)
მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)
გაფრთხილება: ზურაბ ხიზანიშვილი, რატი ალექსიძე
მსაჯი: ზოლტ შაბო; რობერტ კიშპალი, ვენცელ ტოტი (უნგრეთი)

11 თებერვალი, 2009. ფიფა 2010 — შესარჩევი მატჩი.

ირლანდია, დუბლინი, კროკ პარკი. 45000
ირლანდია 2:1 საქართველო
გოლები: 0:1 ალექსანდრე იაშვილი (1), 1:1 რობი კინი (73, პენ), 2:1 რობი კინი (78)
ირლანდია: შეი გივენი, ჯონ ო'შეი, სტივენ კელი, რიჩარდ დანი, კევინ კილბეინი, კიტ ჯოზეფ ენდრიუსი, გლენ უელანი, ეიდენ მაკგიდი, დემიენ დაფი (სტივენ ჰანტი 80), კევინ დოილი, რობი კინი (კაპ)
მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)
საქართველო: გიორგი ლომაია, უჩა ლობჟანიძე, კახი კალაძე (კაპ), დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი (ლევან ხმალაძე 70), ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე (რატი ალექსიძე 77), ბექა გოცირიძე (გიორგი მერებაშვილი 67)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი (არგენტინა)
გაფრთხილება: ზურაბ მენთეშაშვილი, უჩა ლობჟანიძე, დავით კვირკველია, კიტ ენდრიუსი, ლევან კობიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი.                                                                                                        მსაჯები: იუნი ჰიიტია; იუკა-ბეკა კოსკელა, მიკო ალაკარე (ფინეთი)

Комментариев: 1
Страницы: 1 2 3 4 5 6 7
накрутка подписчиков в вк
giorgi
giorgi
Был на сайте никогда
Читателей: 78 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
vesoli narod Администратор клуба
ЖξĽŦЫÚ ЌĻỳБ Пользователь клуба
все 92 Мои друзья