ზაზა ფაჩულია ატლანტა ჰოუქსის რეკორდმსმენია!

ქართველი ცენტრი "ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა. ზაზა ფაჩულია NBA-ის ამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდის რეკორდსმენი გახდა. დღეს, გამთენიისას მილუოკიში გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულია გახდა ერთადერთი კალათბურთელი „ატლანტა ჰოუქსის“ ისტორიაში, რომელმაც ერთი მეოთხედის მანძილზე მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა. ზაზამ ეს საოცარი შედეგი მეორე პერიოდში დააფიქსირა. საბოლოო ჯამში კი მან 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ეს ბევრი არაფერია — მთავარია, რომ ერთ პერიოდში მეტოქის ფარზე განხორციელებული 7 მოხსნით ფაჩულია „ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში შევიდა.

თავად მატჩი დრამატული გამოდგა და რაც მთავარია, ატლანტელთათვის წარმატებით დასრულდა. ეს იყო პირველი შეხვედრა „ჰოუქსის“ 6-მატჩიანი გასვლითი ტურნისა, რომელიც ფაჩულიას გუნდმა მილუოკიში "ბაქსთან" გამართა. ბოლო მეოთხედში ატლანტელები 10 ქულით აგენდნენ, მაგრამ მოახერხეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მონტა ელისმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა — 102:101. ბოლო შეტევაში „ატლანტამ“ კარგი კომბინაცია გაათამაშა, დევინ ჰარისმა გამოზომილი პასი მიაწოდა ალ ჰორფორდს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ლიგის საუკეთესო დამფარებელი, მილუოკელი ლარი სანდერსი იდგა, ალე-იუპით გამარჯვების ბურთი ჩააგდო — 103:102.

ფაჩულია ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 3 ქულა დააგროვა, რასაც ზემოთნახსენები 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.მოგროვებული ქულებით ვერა, მაგრამ დაცვაში თამაშით ზაზამ უდიდესი სამსახური გაუწია ატლანტელებს. ფაჩულიამ ამ შეხვედრაში ტექნიკური ჯარიმაც მიიღო, ოღონდ მასთან მოკამათე მილუოკელი ცენტრი სამუელ დალამბერიც ანალოგიურად დასაჯეს. მატჩის შემდეგ ამ ფაქტის შესახებ ფაჩულიამ კომენტარიც გააკეთა: „მას ვუთხარი, რომ ჩემი გუნდის რეკორდი დასვამყარე მეოთხედში მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთით. მისი რეაქცია მიღებელი იყო. ის გაშმაგდა და მცირე გაუგებრობაც ამან გამოიწვია“.

ატლანტელებს 31 მოგება და 23 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან, თუმცა უკვე ერთი მოგებაღა აშორებთ მე-5-ზე მყოფ "ჩიკაგო ბულსთან“. მომდევნო გასვლით მატჩს ფაჩულიას გუნდი 25 თებერვალს, დეტროიტში გამართავს.

Обсудить у себя 0
Комментарии (0)
Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
накрутка подписчиков в вк
giorgi
giorgi
Был на сайте никогда
Читателей: 78 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
vesoli narod Администратор клуба
ЖξĽŦЫÚ ЌĻỳБ Пользователь клуба
все 92 Мои друзья