ოქროს დიდ პრიზი გუნდური ოქროთი დასრულდა

დიდი პრიზების რიგით მეორე ტურნირზე, რომელსაც თურქეთის შემდეგ უნგრეთის სომბათჰეიმ უმასპინძლა, საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრებისთვის რვა მედლით დასრულდა, აქედან ერთი ოქროსია, სამი ვერცხლის და ოთხი კი ბრინჯაოსი, რაც ჯამში გუნდურ პირველ ადგილშიც აისახა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შორს მამუკა ქაჯაია (96 კგ.) წავიდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ რევაზ ლაშხს (66 კგ.), რევაზ ნადარეიშვილსა (84 კგ.) და გურამ ფერსელიძე (120 კგ.). მესამე ადგილებით დაასრულეს უნგრული ოქროს დიდ პრიზი საჩინო დავითაიამ (66 კგ.), მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ.), ვლადიმერ გეგეშიძემ (84 კგ.) და სოსო ჯაბიძემ (96 კგ.).

გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულას მოუყარა თავი და მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს, რომელმაც სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, ოთხი ქულით გაუსწრო. ამავე ჩათვლაში 47 ქულით მესამე იყო ხორვატია.

ისიც ვთქვათ, რომ უნგრეთი ოქროს დიდი პრიზი თბილისის ევროპის ჩემპიონატისთვის (19-24 მარტი) ერთგვარი მოსამზადებელი დატვირთვა ჰქონდა.


ოქროს დიდი პრიზი

სომბათჰეი (უნგრეთი). 23-24 თებერვალი

55 კგ.
1. შოთა ტანაკურა (იაპონია)
2. ჰაიანობუ შიმიძუ (იაპონია)
3. ჰალიმა აბუ (ეგვიპტე)
3. ჟოლჩუდეკუ (ყირგიზეთი)

60 კგ.
1. იშტვან კოზაკი (უნგრეთი)
2. კრისტიან ფრისი (სერბეთი)
3. ტონიმირ სოკოლი (ხორვატია)
3. ჯო ბეტერმანი (აშშ)

66 კგ.
1. ტამაშ ლორინჩი (უნგრეთი)
2. რევაზ ლაშხი (საქართველო)
3. საჩინო დავითაია (საქართველო)
3. დავორ სტეფანეკი (სერბეთი)

74 კგ.
1. მარკ მადსენი (დანია)
2. ნევენ ზუგაი (ხორვატია)
3. ბოზო სტარჩევიჩი (ხორვატია)
3. მანუჩარ ცხადაია (საქართველო)

84 კგ.
1. პეტერ ბაჩში (უნგრეთი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო)
3. ვიკტორ ლორინჩი (უნგრეთი)
3. ვლადიმერ გეგეშიძე (საქართველო)

96 კგ.
1. მამუკა ქაჯაია (საქართველო)
2. ბალაშ კიში (უნგრეთი)
3. ნილსენი (ნორვეგია)
3. სოსო ჯაბიძე (საქართველო)

120 კგ.
1. ევგენი ორლოვი (უკრაინა)
2. გურამ ფერსელიძე (საქართველო)
3. ჩიურარივი (რუმინეთი)
3. მიჰალი დეაკ-ბარდოში (უნგრეთი)

გუნდური პირველობა
1. საქართველო — 90 ქულა
2. უნგრეთი — 86
3. ხორვატია — 47
4. ყირგიზეთი — 32
5. უკრაინა — 27
6. სერბეთი — 25
7. იაპონია — 21
8. ნორვეგია — 20
9. აშშ — 14
10. დანია — 10
11. ეგვიპტე — 8
12. რუმინეთი — 8
13. შვედეთი — 6
14. სლოვაკეთი — 4
15. ტუნისი — 1

Обсудить у себя 0
Комментарии (0)
Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
накрутка подписчиков в вк
giorgi
giorgi
Был на сайте никогда
Читателей: 78 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
vesoli narod Администратор клуба
ЖξĽŦЫÚ ЌĻỳБ Пользователь клуба
все 90 Мои друзья