qartveli gamarjvebulebi

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრი Ukrainian Freeride Masters Gemba FWQ 2*, 22-24 თებერვალს კარპატებში, გემბის მთის ფერდობზე გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ფრირაიდერმა მოთხილამურემ მიიღო.

მონაწილეებს კომპეტენტუrი 3-კაციანი ჟიური 10 ბალიანი სისტემით აფასებდა.

შეფასების კრიტერიუმები: ამორჩეული მარშრუტის სირთულე, დაშვების ესთეტიურობა, სისწრაფე, შეუჩერებლად და დაუცემლად სრიალი, ნახტომები და ილეთები, დაშვების კონტროლი, ჟიურის საერთო შთაბეჭდილება.

საქართველოს წამომადგენელმა, 21 წლის ივა წიკლაურმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით მარშრუტის სირთულეში და ილეთებში, საერთო ჯამში კი, 600 ქულა მოაგროვა და 150 ქულით გაასწრო მეორე პრიზიორს, უკრაინელ ანტონ კაიუნს.

ივა წიკლაური რეგიონში „რედ ბულის“ პირველი ბრენდირებული ათლეტია.

ის თბილისში დაიბადა და წარმოშობით გუდაურიდანაა. თხილამურზე 4 წლის ასაკში დადგა, 17 წლის კი, ფრირაიდში, ყველაზე ექსტრემალურ სპორტის სახეობაში გადავიდა, რის შემდეგაც არაერთ წარმატებას მიაღწია:

— ბორჟავა სნოუ ფესტი 2013, უკრაინა – 1-ლი ადგილი;

— ბორჟავა სნოუ ფესტი 2012, უკრაინა – 1-ლი ადგილი;

— არქტიკ ტამოკ 2012, ნორვეგია – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1-ლი ადგილი;

— საქართველოს ფრირაიდ ჩემპიონატი 2011 – 1-ლი ადგილი.

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და კლასიფიკაციით 2-ვარსკვლავიანია.

Обсудить у себя 0
Комментарии (1)

НУ КАК БЛЯДЬ ЭТО ВООБЩЕ ВОЗМОЖНО!?

Чтобы комментировать надо зарегистрироваться или если вы уже регистрировались войти в свой аккаунт.
накрутка подписчиков в вк
giorgi
giorgi
Был на сайте никогда
Читателей: 78 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
vesoli narod Администратор клуба
ЖξĽŦЫÚ ЌĻỳБ Пользователь клуба
все 92 Мои друзья