kalatburti

ევროპის 2013 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ტურნირის თამაშების განრიგი გამოაქვეყნა. მატჩების გამართვის დრო აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ დაწყების დრო ახლაღა დადგინდა. მაშ ასე, ჩვენ საქართველოს ნაკრების თამაშები გვაინტერესებს და შესაბამისად მის განრიგზე ვამახვილებთ ყურადღებას.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ქალაქ ცელიოში გასამართ ჯგუფში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან, სლოვენიასთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ჩეხეთთან მოხვდა.

4 სექტემბერი, 16:30, საქართველო – პოლონეთი

5 სექტემბერი, 16:30, ხორვატია – საქართველო

7 სექტემბერი, 23:00, საქართველო – სლოვენია

8 სექტემბერი, 19:45, ჩეხეთი – საქართველო

9 სექტემბერი, 16:30, საქართველო – ესპანეთი

საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 6-გუნდიან ჯგუფში საუკეთესო სამეულში მოხვედრა მართებს.
 

Комментариев: 0

siaxle

Well, there's nothing like a verbal poke in the eye to get your undivided attention.

Not all that long ago, Honda announced the mid-2011 arrival of its 2012-model-year Civic. Fans of the brand seemed pleased, as evidenced by the upwardly pointing sales charts. However, the press and a certain advertising-free consumer magazine gave Honda a rough ride, reporting that the Civic had an uninspired look, unexciting handling and plasticky interior.

Now, most automakers would have simply ignored those comments.

Shop for a car on Long Island | Sell your car

Search locally for a Honda car | Data: The most popular cars on Long Island

Check the latest car reviews on Newsday

Not so, Honda. Whether motivated by its competitive instincts or by a desire to simply do better (or both), it's introducing a heavily revised 2013 Civic sedan well ahead of schedule.

What a difference just a single model year makes. Although the lower-volume Civic coupe has been generally left alone, the sedan's adjustments include completely new front and rear bodywork encompassing a more prominent grille, restyled hood and new fog and corner lights. At the opposite end, a reshaped trunk lid and bumper are flanked by a fresh set of taillights. Additionally, all trim levels feature new wheel designs.

The alterations don't dramatically change the sedan's appearance, but they do give it an unmistakably classier look, which is a good thing when competing for the hearts and wallets of compact car-customers.

Structurally, changes have been initiated to improve the Civic's front-end collision protection, especially at each corner, which should help it meet new partial front-end crash-test standards. There's high-strength steel in the A-pillars (that flank the windshield) and in the side sills below the doors.

Changes have also been made to the suspension, steering and soundproofing materials to improve ride comfort, reduce cabin noise and create a sportier driving experience. Sedans and coupes equipped with the optional automatic transmission have also been fitted with larger front brake rotors.

Honda has addressed concerns regarding the Civic's interior by giving the dashboard a major makeover. There are now fewer visually irritating creases and angles and most plastic surfaces have been covered with richer-looking soft-touch materials.

If it weren't for its carry-over powertrains, the 2013 Civic might have earned itself totally new-model status. Back again is the standard 140-horsepower 1.8-liter four-cylinder engine with the optional 201-horsepower four-cylinder repeating in the performance-oriented Si.

The 110-horse 1.8 continues to power the natural-gas-fueled sedan, while the gas-electric Civic Hybrid's powertrain (also 110 horsepower) is unaltered. That model now comes standard with accident-mitigating forward-collision-warning and accidental-lane-departure warning systems (both are options on other Civic models).

As before, the base powerplant can be mated to a five-speed manual transmission or optional five-speed automatic. A six-speed manual gearbox is used exclusively for the Si while a continuously variable unit transmits the Hybrid's torque to the front wheels.

Fuel economy stats remain at 28 mpg in the city and 39 on the highway for automatic-transmission models (28/36 for manual-gearbox Civics and 29/41 for the extra fuel-efficient HF). The more potent Si is rated at 22 mpg in the city and 31 highway.

One other significant change is the deletion of the price-leading DX from the lineup, which means that least-expensive Civic LX sedan now lists for $19,000, including destination charges, but that includes more content such as air conditioning, rearview camera plus numerous power-operated accessories. The EX adds climate control, premium audio system and a power moonroof while the EX-L offers leather seats (heated in front). Ordering the EX and EX-L also allows you to add voice-activated navigation at extra cost.

It could be argued that the newly energized Civic sedan is the car that Honda should have introduced for 2012, but at least the quick response in addressing concerns will impress the legions of Civic supporters and prove the automaker's ability to make rapid change.

What you should know: 2013 Honda Civic sedan
Type: Four-door, front-wheel-drive compact sedan
Engines (hp): 1.8-liter SOHC I4 (140); 2.4-liter DOHC I4 (201)
Transmissions: Five-speed manual; five-speed automatic (opt.)
Market position: The Civic remains a top-ranked vehicle in a highly competitive market. In this league, content is becoming as important as fuel economy since many buyers are downsizing out of larger cars with abundant features.
Points: Rapid makeover yields a more desirable car; Civic now positioned as premium compact model with higher base price than most competitors; Suspension improvements should increase overall sportiness; High-output Si model should offer an automatic-transmission; Look for competitors to match Honda's fast-fix strategy.
Safety: Front airbags; side-impact airbags; side-curtain airbags; anti-lock brakes; traction control; stability control.
MPG (city/hwy): 22/39 (AT)
Base price (incl. destination): $19,000

BY COMPARISON

Hyundai Elantra
Base price: $17,800
Stylish sedan can also be had in coupe and hatchback formats.

Dodge Dart
Base price: $16,800
All-new model offers lots of room plus choice of three engines.

Nissan Sentra
Base price: $16,800
Compact car makes fuel economy and passenger space major prioriti

Комментариев: 0

saintereso ambebi

1) მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.

2) საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.

3) ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.

4) Reastaurant არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში.

5) პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez.

6) ციფრი «0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.

7) Volks-Wagen ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა Beetle.

8) ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.

9) Yahoo იშიფრება როგორც Yet Another Hierarchical Officious Oracle ანუ ქართულად კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება.

10) თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.


11) იხვის ყიყინს არ აქვს ექო (რატომ არავინ არ იცის)

12) სპილო არის ერთადერთი ცხოველი რომელსაც არ შეუძლია ხტომა

13) ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა

14) ღორს აქვს ნახევარ საათიანი ორგაზმი

15) სტასისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის

16) ყველა თეთრი დათვი არის ცაცია

17) ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა

18) პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა.

19) ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)

20) ადამიანი და დელფინი არიან ერთადერთი არსებები რომლებსაც სექსი სიამოვნებისთვისაც აქვთ

21) თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ

22) გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე.

23) 111,111,111 რომ გავამრავლოთ 111,111,111 მივიღებთ: 12345678987654321

24) ტომას ედისონს (მან გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა

25)ნიანგი საკუთარ შვილსაც ჭამს, მაგრამ ერთი ჯიშის ჩიტს არაფერს არ უშავებს მიუხედავად იმისა რომ ის მის კბილებში იჩიჩქნება.

26)ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე — ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.

Комментариев: 0

buneba

Комментариев: 0

baxmaro

ბახმარო არის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, ეს კურორტი გამოირჩევა ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით, მზის რადიაციით, განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივების მაღალი ინტენსივობით. .სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი — ივნისი-სექტემბერი.


ბახმარო, რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 1926-2000 მ, შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ სამტრედიიდან 80 კმ.კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი — ივნისი-სექტემბერი.მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სააგარაკო სეზონი აქ ივლისის დასაწყისიდან იწყება და აგვისტოს ბოლოსკენ, ფერისცვალების დღესასწაულზე გამართული დოღით მთავრდება. ლეგენდის თანახმად აქაურობის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მოტაცებული თავადის ქალი, უკენ დადევნებულ მდევარს თურქებმა ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით შემდეგი ფრაზა დააწერეს: "ბახ მარო" — ნახეთ თქვენი მარო. ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად, ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადე–ბული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.

Комментариев: 0

kabebi

Комментариев: 0

plate dlia svadba. saqorwilo kabebi

Комментариев: 0

saxaliso statusebi

თუ ცხენი გარწმუნებს რომ გიჟი ხარ, უნდა დაუჯერო

ჯერ ვარსკვლავების მოწყვეტას გპირდებიან და მერე ნაგვის გატანა ეზარებათ

მე ასე გადავწყვიტე და რატომ გადავწყვიტე ასე ჯერ არ გადამიწყვეტია

გამითხარე გამითხარე ორმო,მოგვიანებით აუზს გავაკეთებ

რათ მინდა მაცივარი სიგარეტს მაინც არ ვეწევი და…

მითხრა რომ ვიცხოვრებდი მის გულში სამუდამოდ, მე ხო არ ვიცოდი რო მას მანდ საერთო საცხოვრებელი ჰქონდა….

მე საჩუქარი არ ვარ,მე სურპრიზი ვარ

ყველა ჩვენგანში გენიოსს სძინავს რაც დრო გადის მით უფრო ღრმად

მე,მხოლოდ მე,ჩემი,ჩემთვის,ჩემზე...

იმდენი მკიდიხართ რო თავი ვეშოლკა მგონია

იცი რა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობით მე მერწყული ვარ და შენ იდიოტი

დაბრძანდი გენაცვალე..ოღონდ ტვინი არ მოგყვეს დაჯდომისას

ყველაფერი ჩემს ხელშია და რაც არა..ფეხებთანაა

ბევრი საინტერესოს გაგება შეიძლება თუ ზოგჯერ მოკეტავ

მამაკაცური ლოგიკა გცივა? ჩამეხუტე…….გცხელა?გაიხადე

წადი ხეეები მოჭერი..თუ ბუნებამ არ დაგინდო ნურც შენ დაინდობ

Комментариев: 0

sagamos kabebi. vecherni upki

Комментариев: 0

qartuli gvarebi arasruli chamonatvali

ქართული გვარები

აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).

აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.

აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.

ავალიშვილი – გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.

ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.

ანთაძე – გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.

ახალკაცი – გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.

ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).

ბარათაშვილი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.

ბახტაძე – “ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.

ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.

ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).

ბერუაშვილი – გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.

ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.

გაგნიძე – გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.

გზირიშვილი – გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.

გიგაური – ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

გურგენიძე – გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.

დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს, 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.

დათუაშვილი – გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა“. დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.

დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.

ელიზბარაშვილი – საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.

ელიოზაშვილი – გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.

ზარანდია – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც “მოხუცს” ნიშნავს.

ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია: ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.

თაბაგარი – გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.

თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.

თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.

თამაზაშვილი – ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.

თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.

თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).

იაშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.

კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – “მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.

კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.

კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან “კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან “კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.

კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად “უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.

კიკნაძე – ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს – “კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.

კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.

კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი “კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.

კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან “კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.

კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან “ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

ლოლაძე – გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს – ლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.

მაისურაძე – მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.

მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.

მელაშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.

მელიქიძე – გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.

მეფარიშვილი – გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე – ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

მუჯირი – (1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა: მუჯირიშვილი.

მჭედლიძე – გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.

ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.

ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.

ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).

ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.

ონოფრიშვილი – გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.

პარეხელაშვილი – საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან “პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.

პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.

სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.

სააკაშვილი – ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.

საგინაშვილი – გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.

სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.

საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხა�

Комментариев: 0
Страницы: 1 2 3 4 5 6 7
накрутка подписчиков в вк
giorgi
giorgi
Был на сайте никогда
Читателей: 78 Опыт: 0 Карма: 1
Я в клубах
vesoli narod Администратор клуба
ЖξĽŦЫÚ ЌĻỳБ Пользователь клуба
все 92 Мои друзья